Monday 16 December 2019


                                     
                                          სოციალური პროექტი– „სტიქია და ჩვენ“
                       საგანი–გეოგრაფია        
                       მასწავლებელიჯუმბერ აბულაძე
                       სკოლაოთის საჯარო სკოლა
                       სწავლის საფეხურისაბაზო
                       კლასიVII კლასი
                       მოსწავლეთა რაოდენობა– 4
                       პროექტის ხანგრძლივობა–2 კვირა     14.11.2019 წ–28.11.2019 წ.
               
                პროექტის აქტუალობა:
        პროექტი მნიშვნელოვანია, მისი განხორციელების იდეა თავად ბავშვებისაგან წამოვიდა,რადგან მოსწავლემ უნდა იცოდეს,როგორ მოიქცეს სტიქიური მოვლენების დროს, საჭიროების შემთხვევაში,ამისათვის მეტი ინფორმაციის ცოდნაა საჭირო. მეშვიდე კლასში მოსწავლეები იცნობენ ბუნებრივ კატასტროფებს,ამ ეტაპზე ისინი განსაზღვრავენ ენდოგენურ(ვულკანი,მიწისძვრები) და ეგზოგენურ (მეწყერი,ზვავი,ქვათაცვენა...) პროცესებს და ამის შედეგად წარმოქმნილ სტიქიურ მოვლენებს.
             პროექტის მიზანი:
      გაანალიზოს საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენები,ჩამოთვალოს ის მიზეზები,რომლითაც არის გამოწვეული აღნიშნული კატასტროფები.  გამოთქვან ვარაუდი ბუნებრივი–კატასტროფული მოვლენებიდან შესაძლო თავდაცვის ღონისძიებების შესახებ.   მოსწავლეების,მშობლების, საზოგადოების მაქსიმალური    ინფორმირება  აღნიშნული  პრობლემის  რეალურ  სიტუაციასთან დაკავშირებით.
     რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული  ინფორმაციის გაზიარება,  როგორც  თანატოლებთან  ისე  სოფლის  მოსახლეობასთან.
     გამოუმუშავდეს ჯგ.მუშაობის,აუდიტორიის წინაშე და პრეზენტაციის აუცილებელი უნარ–ჩვევები.

                                21–საუკუნის უნარ–ჩვევები:
          .ახალი იდეების განვითარება,განხორციელება და სხვებისათვის გაზიარება;
           .საღი მსჯელობა;
           .კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა;
           .პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში;
           .გამოკითხვის მეთოდების ფლობა;
           .ისტ–ის ინფორმაციის მოძიება და შეგროვება;
           .თანამშრომლობა;
           .ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი,სინთეზირება.

                    მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
             1. რა ინფორმაციას ფლობენ სტიქიური მოვლენების შესახებ?
              2.  სტიქიური მოვლენებიდან რომელია  ყველაზე  საშიში?
              3.  რომელი სტიქიური მოვლენა ახსოვთ,რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას?
              4.   როგორ დავიცვათ თავი სტიქიური მოვლენებისაგან?

                      სტანდარტი:
           VII.1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარდგენა (ზეპირი მოხსენება) კონკრეტყლი
                      აუდიტორიის წინაშე,კონკრეტული მიზნით.
            VII.2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლის მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
            VII.3. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ და სადავო სხვადასხვათვალსაზრისის შემცველი ტექსტის
                      გააზრება–გაანალიზება. მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

                     მოსალოდნელი შედეგი:
     მოსწავლეების მეტი ინფორმირებულობა, ცნობიერების ამაღლება,აღნიშნული საკითხის უფრო ღრმად შესწავლით,  შეძლებენ ანალიზის გაკეთებას და საკუთარი აზრის  ჩამოყალიბებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. გაითავისებენ  პრობლემას, დასახავენ  გზებს აღნიშნულ პრობლემის შემთხვევის დროს  სიტუციის მოგვარებისათვის.
      გაიუმჯობესებენ საჭირო მასალის მოძიების,შერჩევა დახარისხების, პრეზენტაციის უნარ–ჩვევებს,მოახდენენ  კომუნიკაციას  ერთმანეთთან და სხვებთან.

             შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    აუდიტორიის  მოთხოვნების და  საკუთარი(ან ჯგ.) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციებს, სლაიდებს,საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენსდ ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ.
                  შეფასების მოკლე მონახაზი:
         მოვახდენ  დაკვირვებას  პროექტის  მსვლელობისას,მოსწავლეთა ჯგ. მუშაობაზე და   თითოეულ   მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე.საჭიროების შემთხვევაში მივცე დროული უკუკავშირი.

         პროექტის მსვლელობა–ძირითადი აქტივობები:

                      1 კვირა–14.11.2019 წ.
             პროექტის მიზნების და ამოცანების  გაცნობა.  გონებრივი იერიში,
             ინფორმირებულობის განსაზღვრა,  მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით ჯგუფებად დაყოფა,                           
             მითითებების, ინსტრუქციების  მიცემა. 
                        I ჯგ.–ვულკანები,მიწისძვრები;
                        II  ჯგ.– წყალდიდობა,ზვავი,მეწყერი.
  
                         II კვირა–21.11.2019 წელი
          მოძიებული ინფორმაცია განიხილეს,დაახარისხეს,დაამუშავეს,ითანამშრომლეს,გამართეს დისკუსია თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს სტიქიური მოვლენები და როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენის დროს.              
მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეთა შესაძლებლობიდან გამომდინარე საჭირო მასალა თითოეულ მოსწავლეზე გადაანაწილეს, ვიდეო რგოლის,პრეზენტაციის მოსამზადებლად.
                         III კვირა–28.11.2019წელი
           პროექტის პრეზენტაცია,ჯგ.მიერ მოპოვებული მასალის წარდგენა და მოწვეული სტუმრებისათვის:(მოსწავლეები,მასწავლებლები,მშობლები,სოფლის მცხოვრებლებნი) ბუკლეტების დარიგება.

https://www.slideshare.net/nino2000/ss-32636418?next_slideshow=1
                              პროექტის  შეფასების რუბრიკა 




კრიტერიუმები
ძალიან კარგი

კარგი
საშუალო
1.მიზანი
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად ასაღქმელი.
ხდება  ერთ მიზანზე ფოკუსირება.
არ არის კარგად გამოკვეთილი,ბუნდოვანია.
2.ორგანიზება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად ასაღქმელი.


3.შინაარსის კორექტულობა
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად ასაღქმელი.
ძირითადად კორექტულია,ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით.
ხშირად გვხვდება შეუსაბამო,მცდარი ინფორმაცია.
4. ენობრივი გამართულობა
ენობრივად გამართულია.
ენობრივად გამართული,მცირე შეცდომებით.
ენობრივად გაუმართავია ხშირი შეცდომებით.
5.კვლევა(დაგეგმვა,ეფექტურობა,ანალიზი.
კვლევა–ანალიზი სიღრრრმისეულია
კვლევა დაგეგმილია მაგრამ მთლიანად არ არის გამოყენებული ჯგ. პოტენციალი,ანალიზი
კვლევა არაეფექტურად არის დაგეგმილი,ანალიზი ზედაპირულია.
6.კავშირი საგნებთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება,სხვადასხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
არ ჩანს ჯგ.კომპეტენცია საგნებში.
7.შემოქმედებითობა
ჩანს სიახლე და თავისებური ხედვა,რაც პროექტს საინტერესოს ხდის.
ზოგჯერ ცანს ორიგინალური აზრები,რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოცენაში.
მცირეშემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი.
8.პრეზენტაცია
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი,მკაფიო მეტყველება,აუდიტორიაზე გათვლილი,ძირითადი იდეებია გაშლილი,იყენებს თვალსაჩინოებს პასუხობს ყველა კითხვას.
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს,იყენებს თვალსაჩინოებებს,პასუხობს შეკითხვბის უმეტესობას.
ეფექტურად არ არის პროექტის არსი წარმოდგენილი.






              





                  
         
         პრეზენტაციის   შეფასების    რუბრიკა

კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
1.თემის შესავალი
აქვს საინტერესო შესავალი.
ნაწილობრივაკმაყოფილებსინტერესს.
პრეზენტაციის შესავალი არ არის საინტერესო.
2.თემის შინაარსი
იცავს თემის შინარსობრივ მოთხოვნებს(მოსაზრებები,არგუმენტები,დასკვნა.)
ნაწილობრივ იცავს თემის შინაარსობრივ მოთხოვნებს.
ვერ იცავს თემის შინაარსობრივ მოთხოვნებს.
3.მოსაზრების თანმიმდევრული განვითარება
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებებს და თანმიმდევრულად ანვითარებს მას.
.           ნაწილობრივ
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებებს და ნაწილობრივ თანმიმდევრულად ანვითარებს მას.
ვერ აყალიბებს მოსაზრებებს და ვერ ანვითარებს თანმიმდევრულობას.
4.არავერბალური საშუალებების გამოყენება
იყენებს არავერბალურ საშუალებებს (ჟესტიკულაცია,ინტერვალი საუბრებს შორის,ხმის სხვადასხვა დონე)
ნაწილობრივ იყენებს არავერბალურ საშუალებებს.

5.დროის ლიმიტის დაცვა
იცავს დროის ლიმიტს.
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს.
არ იცავს დროის ლიმიტს.


პროექტის   რისკები:
1.     პროექტის  განხორციელებისას მოსალოდნელია  ქაოსური  მდგომარეობა.
2.     წვიმიანი ამინდი.
3.     ტექნიკური პრობლემები(ინტერნეტ კავშირის გათიშვა)
რესურსები:
კომპიუტერი
ფლირჩატი
საღებავი
ინტერნეტი
მარკერები
კლასის ფიზიკური გეოგრაფიის სახელმძღვანელო.
                ადამიანური რესურსი.

პროექტის მუშაობა შეფასდა მოსწავლეთა, მშობლების, მასწავლებლებისა და შეფასების ჯგ.წევრთა მიერ  დადებითად.


 პროექტის განხორციელების ამსახველი  ფოტო  მასალა განთავსებულია:
                       სკოლის და პირადი ფეისბუქის გვერძზე.
                        http:/www.abuladzedze@blogspot.com

                              სოციალური პროექტი–„სტიქია და ჩვენ“
                                              რეფლექსია
მოსწავლეებთან,მათი ინტერესებიდან გამომდინარე,შეირჩა თემა:“სტიქია და ჩვენ“.პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ მასალებს სტიქიური კატასტროფების შესახებ და დაედგინათ მიზეზები,ესწავლათ წესები თუ როგორ მოიქცნენ ადამიანები სტიქიური კატასტროფების დროს,გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის, თავიანთი თანატოლებისათვის და სოფლის მოსახლეობისათვის,შექმნეს ბუკლეტები მოსახლეობაში დასარიგებლად.
პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა,რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესიტა და პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალებები,ითანამშრომლეს ჯგ.წევრებმა,დამოუკიდებლად მოიპოვეს მასალები,შექმნეს ბუკლეტები და სლაიდშოუები.
 პროექტზე მუშაობის პერიოდში თვალს ვადევნებდი თითოეულ აქტივობას,ვფიქრობ რომ თითოეული ეტაპი შედეგზე გავიდა.მოსწავლეები მეგობრულად და ერთმანეთტან შეთანხმებით ინაწილებდნენ დავალებებს.
პროექტზე მუშაობისას გამოუმუშავდათ მნიშვნელოვანი უნარ–ჩვევები: მასალების მოძიება,დახარისხება და მათი მიზნობრივად გამოყენება,კომუნიკაციის,აზრის გაცვლა–გამოცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის,ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.პეზენტაციის დროს გამოუმუშავდათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარ–ჩვევები. მოსწავლეებმა მუშაიბის დროს გაიღრმავეს ცოდნა სტიქიური მოვლენების შესახებ და ისწავლეს აუცილებელი ქცევის წესები,რომელიც საჭიროა კატასტროფების დროს.
    პროექტის განხორციელების პერიოდში გამოვლინდა მცირე ხარვეზები,რადგან პროცესი იყო მცირედ ქაოსური,სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.



                                                                                სოციალური პროექტი– „ სტიქია და ჩვენ“                 ...