სოციალური პროექტი– მე მიყვარს ჩემი სოფელი.
საგანი–გეოგრაფია
მასწავლებელი–ჯუმბერ აბულაძე
სკოლა–ოთის საჯარო სკოლა
სწავლის საფეხური–საბაზო
კლასი– IX
მოსწავლეთა რაოდენობა–7
პროექტის ხანგრძლივობა–3 კვირა, 25.09.2019წ.–9.10.2019წ.
პროექტის აქტუალობა:
განხორციელების იდეა თავად ბავშვებისაგან წამოვიდა.ისინი
ხსირად დაგვყავს ლაშქრობებზე,ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენენ–მეტი გაიგონ თავიანთი სოფლის
შესახებ. სამშობლოს სიყვარული ხომ საკუთარი სოფლის, ქალაქის, მხარის სიყვარულის გაცნობით
იწყება.ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და გააზრება მნიშვნელოვნად უწყობს
ხელს მოსწავლეებშიპატრიოტული სულისკვეთების ფორმირებას.ამიტომ და რა თქმა უნდა ბავშვების
ინტერესების გატვალისწინებით მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ერთობლივად გადავწყვიტეთ
დაგვეგეგმა და განგვეხორციელებინა ეს პროექტი.
პროექტის მიზანი:
პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის
მოძიება სოფ.ოთის გარშემო მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების, ისტორიული ფაქტების
ლეგენდებისა თუ თქმულებების შესახებ. გააკეთონ პრეზენტაციები,გაეცნონ ადგილობრივ კულტურულ
მემკვიდრეობას.
პროექტის ფარგლებში მიღებულ
ცოდნაზე დაყრდნობით მონაწილეობა მიიღონ დასკვნით ღონისძიებაში– "მე მიყვარს ჩემი
სოფელი."
21–საუკუნის უნარ–ჩვევები:
.ახალი იდეების განვითარება,განხორციელება და სხვებისათვის გაზიარება;
.საღი მსჯელობა;
.კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა;
.პასუხისმგებლობის
გაზიარება მუშაობის პროცესში;
.გამოკითხვის მეთოდების ფლობა;
.ისტ–ის ინფორმაციის მოძიება და შეგროვება;
.თანამშრომლობა;
.ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი,სინთეზირება.
სტანდარტი–რომელსაც ეყრდნობა პროექტი:
ბუნ.III.7.მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ
გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისაგან განსხვავება,გამოკითხვით
მოიძიებს ინფორმაციას (მაგ:ისტორიული ფაქტი,ლეგენდა,თქმულება) ლოკალურ გარემოს მნიშვნელოვანი
გეოგრაფიული ობიექტის შესახებ.მონაცემებს წარმოადგენს წერილობით.
ს.გ.1.9 ს.გ.III.10.მოსწავლე მონაწილეობს სხვადაცხვა ღონისძიებებში.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები უფრო ღრმად შეისწავლიან და
გაიაზრებენ თავიანთი სოფლის,ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის და გეოგრაფიული ობიექტების
ერთმანეთისაგან განსხვავებასა და მსგავსებას.პრაქტიკული მოქმედებებით შეძლებენ ანალიზის
გაკეთებას,საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას,გაიუმჯობესებენ საჭირო მასალის მოძიების, შერჩევის
და დახარისხების,პრეზენტაციისა და თვითშეფასების უნარ–ჩვევებს.ბოლოს მოაწყობენ პეზენტაციას,
წარადგენენ სკოლის მოსწავლეების წინაშე.
პროექტის აქტივობები:
I კვირა–25.09.2019 წელი
შევხვდი სკოლის მოსწავლეებს და ერთობლივად
ავირჩიეთ პროექტი– "მე მიყვარს ჩემი სოფელი."
წინასწარ დავგეგმეთ პროექტის
მიზანი და აქტივობები.მოსწავლეებს ვთხოვე მოეძიათინფორმაცია სოფ.ოთის წარმოშობის და
ადგილობრივი ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
II კვირა–2.10.2019 წელი
მოძიებული ინფორმაცია განიხილეს,დაახარისხეს,დაამუშავეს,ითანამშრომლეს,გამართეს
დისკუსია.
მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით
მოსწავლეთა შესაძლებლობიდან გამომდინარე საჭირო მასალა თითოეულ მოსწავლეზე გადაანაწილეს.
ვიდეო რგოლის მოსამზადებლად.
III კვირა–9.10.2019 წელი
პროექტის პრეზენტაცია,ღონისძიების გამართვა.
მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას
მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობაზე,თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგებზე. საჭიროების
შემთხვევაში მივცემ დროულ უკუკავშირს.თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობისას
შეფასდება.
პროექტის მონაწილეთა ჩართულობა:
მოსწავლეებს აქვთ მოტივაცია უფრო მეტი გაიგონ
მშობლიური სოფლის შესახებ,მოიძიონ ინფორმაცია მისი წარმოშობის, კულტურული მემკვიდრეობისა
და ისტორიული წარსულის შესახებ,სოფლის უხუცესი მცხოვრებლისაგან,უფროსი თაობებისაგან,
ინტერნეტიდან.ასევე მზად არიან შაგროვონ,დაახარისხონ და წარმოადგინონ მოპოვებული ინფორმაცია
პრეზენტაციის სახით.
პროექტის განხორციელების რისკები
და შესაძლო
ხელისშემშლელი
ფაქტორები:
. წვიმიანი ამინდი;
.ტექნიკური პრობლემები.(ინტერნეტ –კავშირის და
ელექტროენერგიის გათიშვა.
პროექტის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
მიზანი
|
კარგად გამოკვეთილი მიზნები,მარტივად
ასაღქმელი.
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება.
|
შინაარსის კორექტულობა
|
შინაარსობრივად კარგად
გამოკვეთილი მიზნები,ასაღქმელად მარტივი.
|
ძირითადად კორექტულია,
ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით.
|
ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გამართულია.
|
ენობრივად გამართულია.
|
კავშირი საგნებთან
|
ხდება მთავარი მოსაზრებების
დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
|
მოსაზრებები დაკავშირებულია
ერთ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
|
კვლევა–დაგეგმვა,ეფექტური ანალიზი
|
კვლევა–ანალიზი,სიღრმისეული
ცოდნა.
|
კვლევა–არამთლიანად,მაგრამ
დაგეგმილია.
|
შემოქმედებითობა,პრეზენტაცია
|
ჩანს სიახლე და თავისებური
ხედვა.ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი,მკაფიო მეტყველება,იყენებსთვალსაჩინოებებს,პასუხობს
ყველა კითხვას.
|
ზოგჯერ ჩანს ოროგინალური
აზრები. ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს,პასუხობს შეკითხვების უმეტესობას.
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
მოსმენა
|
ყოველთვის ყსმენს და თვალყურს
ადევნებს ორატორს.
|
ხშირად ყსმენს და ადევნებს
თვალყურს ორატორს.
|
იშვიათად უსმენს და თვალყურს
ადევნებს ორატორს.
|
საუბარი
|
მკაფიოდ მეტყველებს და
უყურებს მსმენელს.
|
იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ
ფორმებს.
|
მეტყველებს არამკაფიოდ,მსმენელს
უწირს გაგება.
|
არავერბალური კომუნიკაცია
|
ეფექტურად მეტყველებს,გამოიყენებს
კომუნიკაციის არავერბალურ ფორმებს.
|
ხშირად შეუძლია დაამყაროსარავერბალური
კონტაქტი.
|
იშვიათად იყენებს არავერბალურ
ფორმებს.
|
მონაწილეობა
|
იჩენს ინტერესს დისკუსიისადმი,აკეთებს
საჭირო კომენტარებს,გამოთქვამს აზრებს.
|
ძირითადად გამოთქვამს აზრებს,გამოხატავს
ინტერესს,აკეთებს კომენტარებს.
|
იჩენს მცირე ინტერესს,ვერ
აკავშირებს თავის მოსაზრებებს თემას.
|
კოპერაცია
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან,აცდის
სხვებს აზრის გამოთქმას,იცავს დისკუსიის წესებს.
|
ძირითადად იცავს დისკუსიის
წესებს,ძოგჯერ აცდის სხვებს აზრის გამოთქმას.
|
იშვიათად თანამშრომლობს
და იცავს დისკუსიის წესებს.
|
მოსაზრებების არგუმენტირება
|
მოსაზრება არგუმენტირებულია
ფაქტებით,არის ლოგიკური კავშირი საკითხთან.
|
მოსაზრებების გასამყარებლად
გამოყენებულია სადავო ფაქტები.
|
მოსაზრება არასაკმარისია
და არ არის გამოყენებული ფაქტები.
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
თემის შესავალი
|
აქვს საინტერესო შესავალი.
|
ნაწილობრივ აკმაყოფილებს ინტერესს.
|
პრეზენტაციის შესავალი არ არის საინტერესო.
|
თემის შინაარსი
|
იცავს თემისშინაარსობრივ მოთხოვნებს.
|
ნაწილობრივ იცავს თემის შინაარსობრივ მოთხოვნებს.
|
ვერ იცავს თემის შინაარსობრივ მოთხოვნებს.
|
მოსაზრებების თანმიმდევრულად განვითარება
|
გასაგებად
და თანმიმდევრულად აყალიბებს მოსაზრებებს.
|
ნაწილობრივ აყალიბებს მოსაზრებებს და არათანმიმდევრულად
ავითარებს მას.
|
ვერ აყალიბებს მოსაზრებებს.
|
არავერბალური საშუალებების გამოყენება
|
იყენებს არავერბალურ საშუალებებს (ჟესტიკულაცია,ინტერვალი,ხმის
დონე).
|
ნაწილობრივ იყენებს არავერბალურ საშუალებებს.
|
ვერ იყენებს არავერბალურ საშუალებებს.
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
იცავს დროის ლიმირს.
|
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს.
|
ვერ იცავს დროის ლიმიტს.
|
ჯგუფის მუშაობის თვითშეფასება:
1.როგორი
შთაბეჭდილება დაგრჩა,გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
2.შეიცვალა თუ
არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
3.ნათელი იყო
თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებისა და შედეგის მირწევებში?
4.რამდენად საინტერესო
იყო პროექტზე მუშაობა?
გამოკითხვის
ბარათები:
1.რამდენი
წელია ცხოვრობთ ოთაში?
2.რა
იცით ოთის შესახებ?
3.ხომ
არ გსმენიათ ან იცით ლეგენდა,ლექსი, სიმღერა ოთის შესახებ?
4.რას
მოგვიყვებით სოფ. ოთის გარშემო არსებული ისტორიული, კულტურული,გეოგრაფიული ობიექტების
შესახებ?
გამოყენებული
რესურსები:
კომპიუტერი,პრექტორი,ინტერნეტი,ფოტო–ვიდეო მასალა,
ფლირჩატი,მარკერი,კალამი,ფერადი ქაღალდები,ფანქრები.
ადამიანური რესურსი:
სოფელში მცხოვრები მოხუცები;
მოსწავლეები;
მასწავლებლები;
მშობლები.
პროექტის
მუშაობა შეფასდა მოსწავლეთა,
მშობლების, მასწავლებლებისა და შეფასების ჯგ.წევრთა მიერ დადებითად.
პროექტის
განხორციელების ამსახველი ფოტო მასალა განთავსებულია:
abuladze@blogspot.com
სკოლის და პირადი ფეისბუქის გვერძზე.
სოციალური პროექტი–“მე მიყვარს ჩემი სოფელი“
რეფლექსია
პროექტი მოსწავლეთა მაღალი აქტივობით წარიმართა.ჩემი მითითებით ბავშვებმა მოიძიეს
ინფორმაცია სოფ.ოთის შესახებ,გამოკითხეს უფროსები–სოფლის მცხოვრებლები.ნახეს ინფორმაცია
ინტერნეტში,პრეზენრაციაზე წარმოადგინეს მნიშვნელოვანი ფოტოები,ისაუბრეს ოთის მნიშვნელოვანი
ობიექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.მოსწავლეებს, რომლებსაც შესალებლობის მიხედვით დანაწილებული ჰქონდათ მასალა, წარმოადგინეს
ვრცლად ინფორმაცია ჩვენ სოფელში არსებული გეოგრაფიული ობიექტების,ისტორიული ძეგლებისა
და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
მოვამზადეთ სცენარი,გავანაწილეთ როლები და დავიწყეთ რეპეტიციები.მოსწავლეთა
ინიციატივით დასკვნით ეტაპზე ლამაზად გავაფორმეთ სცენა,მოვიწვიეთ მოსწავლეები,მასწავლებლები,მშობლები
და მოვაწყვეთ პროექტის მანძილზე დაგროვილი ინფორმაციის პრეზენტაცია.
პროექტმა შეძლო დარბაზში პატრიოტული მუხტის შექმნა.დიდი მოწონება დაიმსახურა
მონაწილე ბავშვების პრეზენტაციებმა.
დამსწრე საზოგადოებამ გამოხატა მოწონება და მადლიერება პროექტის პრეზენტაციის
მიმართ.
No comments:
Post a Comment