Thursday, 28 November 2019

სოფ.ოთის საჯარო სკოლის გეგრაფიის პედაგოგის –ჯუმბერ აბულაძის საწრეო მუშაობა თემა–გეოგრაფიული მდებარეობის როლი გეოგრაფიული ობიექტის განვითარებაში. მასწავლებელი–ჯუმბერ აბულაძე. კლასი–IX, მოსწავლე–7. ჩატარების დრო–ყოველი კვირის ოთხშაბათი, მე–7 გაკვეთილი. 25.09.2019წ.–25.11.2019წ. მიზანი–გეოგრაფიული საგნით დაინტერესების გარდა გეოგრაფიული უნარ–ჩვევების (კვლევა,ინფორმაციის მოძიება, მსჯელობა,დახარისხება) განვითარუწყობს ინტერკულტურული განათლების ამაღლებას,მოსწავლეთა შორის ემპათიას. წრის მუშაობის მიზანი: წრის მონაწილე მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის შეგროვება სოფ.ოთაში მცხოვრები მოსახლეობიდან გეოგრაფიული ობიექტების შესახებ,რომელიც საგანძურად არის შემორჩენილი. წრის მუშაობის ფარგლებში მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით მათ განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება,დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი,მოსწავლეებში ემპათიის,თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს,აგრეთვე ეცოდინებათ სხვადასხვა კუთხის გეოგრაფიული ობიექტების პატივისცემა. მოაწყონ პრეზენტაცია და თავიანთ თანატოლებს გააცნონ შემონახული მემკვიდრეობის–გეოგრაფიული ობიექტების ისტორიის შესახებ. 21–საუკუნის უნარ–ჩვევები: .ახალი იდეების განვითარება,განხორციელება და სხვებისათვის გაზიარება; .საღი მსჯელობა; .კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა; .პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში; .გამოკითხვის მეთოდების ფლობა; .ისტ–ის ინფორმაციის მოძიება და შეგროვება; .თანამშრომლობა; .ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი,სინთეზირება. წრის დანიშნულება–მოსწავლეებმა აიმაღლონ გეოგრაფიული ცოდნა,ინტერესი და მოტივაცია,გამოავლინონ ინდივიდუალური უნარ–ჩვევები,გაიმყარებენ და გაამთლიანებენ ცოდნას, რის საფუძველზეც შეძლებენ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების დახვეწას,შეისწავლიან გეოგრაფიის საფუძვლებს,ზოგად გეოგრაფიულ კანონზომიერებებს,გლობალური პრობლემების ასპექტებს და მათ გადაწრის გზებს.მათ განუვითარდებათ უნარ–ჩვევები,რომლებიც დაეხმარება მათ–სწორად განსზღვრონ საკუთარი ქვეყნის კულტურული,ეკონომიკური,პოლიტიკური ინტერესები და ადგილი,აგრეთვე ფუნქცია დრევანდელ სამყაროში. წრის სამუშაო პროგრამა 2019 სასწ.წელი I სემესტრი: 25.09.2019 წ.– წრის მუშაობის მიზნები და ამოცანების გაცნობა,ჩატარების დროისა და სახელწოდების შერჩევა. 2.10.2019 წ.– კავკასიის რეგიონისა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის ფიზიკურ– გეოგრაფიული კრიტერიუმების მახასიათებლები,მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. 9.10.2019 წ.– კავკასიისა და საქართველოს მდებარეობის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. 16.10.2019 წ.– კავკასიისა და საქართველოს მდებარეობის სატრანსპორტო–ეკონომიკური მახასიათებლები და მნიშვნელობა. 23.10.2019 წ.– რეგიონის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიზეზები,ისტორიული წარსული და გავლენა თანამედროვე პოეტების განვითარებაში. 30.10.2019 წ.– გავლილი მასალის განხილვა–შეჯამება დისკუსიის ფორმატში. 6.11.2019 წ.– მესხეთ–ჯავახეთის სატრანსპორტო–გეოგრაფიული მნიშვნელობა რეგიონის და სოფლის მეურნეობის დარგობრივ განვითარებაში. 13.11.2019 წ.–მესხეთისა და ასპინძის რაიონის ფიზიკურ–გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა და პოტებციალის გამოყენება. 20.11.2019 წ.–მესხეთ–ჯავახეთისადა რაიონის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება, მიზეზები და და გავლენები თანამედროვე პროცესების განვითარებაში. 27.11.2019 წ.– სემესტრის განმავლობაში გაწეული წრის მუშაობის შეფასება. I შეხვედრა– 25.09 სოფ.ოთის საჯარო სკოლაში შედგა გეოგრაფიის წრის მეცადინეობა,სადაც განვიხილეთ წრის მუშაობის მიზნები და ამოცანები.სამუშაო დღედ განისაზღვრა ყოველი კვირის ოთხშაბათი,მე–7 გაკვეთილი.მოსწავლეების მიერ წრის სახელწოდებად მითებული იქნა „მომავალი გეოგრაფები.“ წრის სამუშაო თემად შერჩეული იქნა „გეოგრაფიული მდებარეობის როლი გეოგრაფიული ობიექტის განვითარებაში“
II შეხვედრა–2.10 ამ შეხვედრაზე განვსაზღვრეთ,რომელი რეგიონის ქვეყანათა ცენტრში მდებარეობს კავკასია და საქართველო(ალპურ–ჰიმალაური)საიდან იწყება და სად მთავრდება რეგიონი,რომელ ზონებად იყოფა და განვსაზღვრეთ მდებარეობის დადებითი და უარყოფითი გავლენები. 

 III შეხვედრა– 9.10 შეხვედრის მკაფიო ანალიზი გავაკეთეთ იმაზე,თუ რა ვითარება და მიზეზი განაპირობებს რეგიონისა და ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობის ძირითად ხასიათს.გამოვიყენეთ ინტერნეტმასალები და პოლიტიკური რუკები. 

 IV შეხვედრა–16.10 მუშაობის დროს ყურადღება გავამახვილეთ სატრანსპორტო გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობაზე რეგიონისა და ქვეყნის განვითარებაში.ვისაუბრეთ საქართველოზე,როგორც „სატრანსპორტო–გეოგრაფიულ ღერძზე“,ყველა სატრანსპორტო სახეობის გამოყენების პერსპექტივებზე.

 V შეხვედრა–23.10 შეხვედრაზე ვრცლად ვისაუბრეთ იმ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე,რომელიც დამახასიათებელია ამ რეგიონებისა დაქვეყნისათვის,გავაანალიზეთ მათი ისტორიული წარსული,ურთიერთობები და ინტერნეტის დახმარებით გავეცანით მათ ტრადიციებსა და წეს–ჩვეულებებს.

 VI შეხვედრა–30.10 ამ სამუშაო დღეს აქამდე შეგროვილ მასალებზე დაყრდნობით გავაანალიზეთ,განვიხილეთ და შევაჯამეთ წინა სამუშაო დღეებში ჩატარებული მუშაობა დისკუსიის და კითხვა–პასუხის რეჟიმში.შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ვრცელი მასალები გავლილი თემების შესახებ.

 VII შეხვედრა–6.11 ამ შეხვედრამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოსწავლეთა შორის. რუკებისა და ატლასის გამოყენებით განვსაზღვრეთ მისი მდებარეობა მეზობელ რეგიონებთან მიმართებაში და მის მნიშვნელობაზე როგორც რეგიონისა და რაიონის განვითარებაში სხვადასხვა სფეროსა და დარგებში. 


 VIII შეხვედრა–13.11 შეხვედრისას განვიხილეთ და განვსაზღვრეთ,თუ რა მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო–გეოგრაფიული თვალსაზრისით მესხეთისა და კონკრეტულად ასპინძის რაიონის ეკონომიკური და დარგობრივი განვითარებისათვის.ხაზგასმით ავღნიშნეთ მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის როლზე, რომელიც რეგიონსა და რაიონზე გადის და აკავშირებს სამ მეზობელ სახელმწიფოსთან. გამოვიყენეთ რუკები და ატლასები. 


 IX შეხვედრა–20.11 ამ შეხვედრას წინ უსწრებდა მოსწავლეთა შეხვედრები რაიონის ცნობილ ადამიანებთან,რომლებთანაც ჰქონდათ საუბრები რეგიონის და შესაბამისად ასპინძის რაიონის მოსახლეობის დინამიკასთან.მათ გამომწვევ ისტორიულ მიზეზებთან,რელიგიებთან და მათ ურთიერთკეთილგანწყობილ თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მოხდა შეგროვილი მასალების შეჯერება, შეჯამება და პრეზენტაციის მოწყობა.


 X შეხვედრა–27.11 ეს იყო ერთ–ერთი გამორჩეული შეხვედრა, სადაც მოვახდინეთ მთელი სემესტრის განმავლობაში გაწეული მუშაობის შეჯამება,იყო წარმოდგენილი პრეზენტაციები,კითხვა–პასუხისა და დისკუსიის ფორმატები,ვიდეო და ფოტო მასალების ჩვენება. წრის მუშაობის შეფასების რუბრიკა კრიტერიუმი ძალიან              კარგი.  კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად ასაღქმელი. ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება. შინაარსის კორექტულობა შინაარსობრივად კარგად გამოკვეთილი მიზნები,ასაღქმელად მარტივი. ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით. ენობრივი გამართულობა ენობრივად გამართულია. ენობრივად გამართულია. კავშირი საგნებთან ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან. მოსაზრებები დაკავშირებულია ერთ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან. კვლევა–დაგეგმვა,ეფექტური ანალიზი კვლევა–ანალიზი,სიღრმისეული ცოდნა. კვლევა–არამთლიანად,მაგრამ დაგეგმილია. შემოქმედებითობა,პრეზენტაცია ჩანს სიახლე და თავისებური ხედვა.ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი,მკაფიო მეტყველება,იყენებსთვალსაჩინოებებს,პასუხობს ყველა კითხვას. ზოგჯერ ჩანს ოროგინალური აზრები. ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს,პასუხობს შეკითხვების უმეტესობას. დისკუსიის შეფასების რუბრიკა კრიტერიუმები ძალიან კარგი კარგი საშუალო მოსმენა ყოველთვის ყსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს. ხშირად ყსმენს და ადევნებს თვალყურს ორატორს. იშვიათად უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს. საუბარი მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელს. იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ ფორმებს. მეტყველებს არამკაფიოდ,მსმენელს უწირს გაგება. არავერბალური კომუნიკაცია ეფექტურად მეტყველებს,გამოიყენებს კომუნიკაციის არავერბალურ ფორმებს. ხშირად შეუძლია დაამყაროსარავერბალური კონტაქტი. იშვიათად იყენებს არავერბალურ ფორმებს. მონაწილეობა იჩენს ინტერესს დისკუსიისადმი,აკეთებს საჭირო კომენტარებს,გამოთქვამს აზრებს. ძირითადად გამოთქვამს აზრებს,გამოხატავს ინტერესს,აკეთებს კომენტარებს. იჩენს მცირე ინტერესს,ვერ აკავშირებს თავის მოსაზრებებს თემას. კოპერაცია თანამშრომლობს თანაკლასელებთან,აცდის სხვებს აზრის გამოთქმას,იცავს დისკუსიის წესებს. ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს,ძოგჯერ აცდის სხვებს აზრის გამოთქმას. იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს. მოსაზრებების არგუმენტირება მოსაზრება არგუმენტირებულია ფაქტებით,არის ლოგიკური კავშირი საკითხთან. მოსაზრებების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები. მოსაზრება არასაკმარისია და არ არის გამოყენებული ფაქტები. პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა კრიტერიუმები ძალიან კარგი კარგი საშუალო თემის შესავალი აქვს საინტერესო შესავალი. ნაწილობრივ აკმაყოფილებს ინტერესს. პრეზენტაციის შესავალი არ არის საინტერესო. თემის შინაარსი იცავს თემისშინაარსობრივ მოთხოვნებს. ნაწილობრივ იცავს თემის შინაარსობრივ მოთხოვნებს. ვერ იცავს თემის შინაარსობრივ მოთხოვნებს. მოსაზრებების თანმიმდევრულად განვითარება გასაგებად და თანმიმდევრულად აყალიბებს მოსაზრებებს. ნაწილობრივ აყალიბებს მოსაზრებებს და არათანმიმდევრულად ავითარებს მას. ვერ აყალიბებს მოსაზრებებს. არავერბალური საშუალებების გამოყენება იყენებს არავერბალურ საშუალებებს (ჟესტიკულაცია,ინტერვალი,ხმის დონე). ნაწილობრივ იყენებს არავერბალურ საშუალებებს. ვერ იყენებს არავერბალურ საშუალებებს. დროის ლიმიტის დაცვა იცავს დროის ლიმირს. ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს. ვერ იცავს დროის ლიმიტს. მოსწავლის კითხვარი 1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია „გეოგრაფიული მდებარეობის როლი, გეოგრაფიული ობიექტის განვითარებაში“? 2.გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში საწრეო მუშაობის დროს განხილულუ საკითხები? 3.იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები? 4.მთელ ამ სამუშაო პროცესში იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო? 5.რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 კითხვარი მშობლებს სახელი,გვარი: მოსწ.სახელი,გვარი: 1.თანახმა ხართ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში? ა) დიახ ბ) არა 2.საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცოდნის გაღრმავებას? ა) დიახ ბ) არა 3.როგორ ფიქრობთ თქვენი შვილი ხალისით ჩაერთვება საწრეო მუშაობაში? ა) დიახ ბ) არა 4.რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების ბოლოს? რესურსები: ფოტოაპარატი,ფლირჩატი,მარკერი,რუკა,წიგნი,ინტერნეტი,ფოტო და ვიდეო მასალა. შედეგი: მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს,მუშაობის პერიოდში მოსწავლეები თავისუფლად და ხალისით გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა გეოგრაფიის საგნისადმი,გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე,ვფიქრობ,რომ საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას. http:/www.jumberabuladze@blogspot.com

                                                                                სოციალური პროექტი– „ სტიქია და ჩვენ“                 ...