სოციალური პროექტი: “განახლებული ტრანსპორტი”
საგანი–გეოგრაფია
მასწავლებელი–ჯუმბერ აბულაძე
სკოლა–ოთის საჯარო სკოლა
სწავლის
საფეხური–საბაზო
კლასი– IX კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა– 7
პროექტის
ხანგრძლივობა–3 კვირა 21.10.2019 წ.–-4.11.2019 წ.
პროექტის შინაარსი:
ტრანსპორტის მნიშვნელობის გაცნობიერება. სხვადასხვა
სატრანსპორტო საშუალებების განვითარების ისტორიის
გაცნობა და გამოყენების პერსპექტივების შესახებ მსჯელობა. მოსწავლეები აწარმოებენ კვლევას
ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ. საუბრობენ მგზავრთბრუნვისა და ტვირთბრუნვის
შესახებ. მოსწავლეები აგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალებს ტრანსპორტის უძველესი სახეობების შესახებ.
პროექტის მიზანი:
პროექტის
მიზანია, რომ მოსწავლეებმა შეიცნონ ტრანსპორტი ქვეყნის ძირითად მამოძრავებელ ძალად,
რომ ტრანსპორტის გარეშე ვერ განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, მისი საგარეო და საშინაო
პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირურთიერთობები.
პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა
შეძლონ ინფორმაციის შეგროვება მოსახლეობიდან უძველესი ტრანსპორტის შესახებ. პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით
მათ განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება,დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების
უნარი,მოსწავლეებში ,თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარის განვითარებას შეუწყობს
ხელს,აგრეთვე გეოგრაფიული
უნარ–ჩვევების კვლევა,ინფორმაციის მოძიება,
მსჯელობა,დახარისხება განვითარებას შეუწყობს ხელს. მისი წილი და როლი
მგზავრთბრუნვაში და ტვირთბრუნვაში.
21–საუკუნის
უნარ–ჩვევები:
.ახალი იდეების განვითარება,განხორციელება და სხვებისათვის გაზიარება;
.საღი მსჯელობა;
.კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა;
.პასუხისმგებლობის
გაზიარება მუშაობის პროცესში;
.გამოკითხვის მეთოდების ფლობა;
.ისტ–ის ინფორმაციის მოძიება და შეგროვება;
.თანამშრომლობა;
.ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი,სინთეზირება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
1.ტრანსპორტის რომელ სახეობებს იცნობთ?
2.რაში მდგომარეობს ტრანსპორტის თითოეული სახეობის ეფექტიანად
გამოყენება?
3.როგორია ტრანსპორტის როლი ქვეყნის განვითარებაში?
4.რა არის მგზავრთბრუნვა?
5. რა არის ტვირთბრუნვა?
სტანდარტი:
გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის
კითხვა და სხვა
თვალსაჩინოების ანალიზი.
გეო.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ტრანსპორტის განვითარებაზე უძველესი
დროიდან დღემდე.სხვადასხვა
სატრანსპორტო საშუალების წარმოშობისა და
განვითარების ისტორიის
გაცნობა. ტრანსპორტი სხვადასხვა სახეობის ეფექტიანობის
დადგენა სხვადასხვა ტიპის
პროდუქციის გადაზიდვისას.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლე–ასახელებს მისთვის ცნობილ სატრანსპორტო საშუალებებს და მსჯელობს მათი
გამოყენები ეფექტიანობაზე სხვადასხვა ტიპის პროდუქციის გადაზიდვისას (მაგ.: მანძილი,
ხარჯები, დრო);
მსჯელობს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების განვითარებისა და გამოყენების
პერსპექტივებზე
განსხვავებულ ბუნებრივ გარემოში;
მოიპოვებს
ინფორმაციას სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების გარემოზე უარყოფითი
ზემოქმედების
შესახებ; ეცნობა მეცნიერების მიღწევებს გარემოსთვის უსაფრთხო თანამედროვე
ტრანსპორტის შექმნაში.
მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის მსვლელობისას მოვახდენ დაკვირვებას
მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობაზე,თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგებზე. საჭიროების
შემთხვევაში მივცემ დროულ უკუკავშირს.თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობისას
შეფასდება.
პროექტის მონაწილეთა ჩართულობა:
მოსწავლეებს აქვთ მოტივაცია უფრო მეტი გაიგონ
უძველესი ტრანსპორტის შესახებ,მოიძიონ ინფორმაცია მისი წარმოშობის, ისტორიული წარსულის შესახებ,სოფლის უხუცესი მცხოვრებლისაგან,უფროსი
თაობებისაგან გაიგონ მეტი ინფორმაცია მათ შესახებ. ასევე მზად არიან ინტერნეტიდან შეაგროვონ მასალა,დაახარისხონ და შეადარონ
ერთმანეთს ძველი და გაუმჯობესებული ტრანსპორტები ერთმანეთს. წარმოადგინონ მოპოვებული ინფორმაცია პრეზენტაციის სახით.
შეფასების დროის ჩარჩო:
პროექტის
მსვლელობისას გამოვიყენე გონებრივი იერიში, იმიტომ, რომ გავიგო რა იციან მოსწავლეებმა
ტრანსპორტის წარმოშობის და სახეობების შესახებ. შემთხვევითობის პრინციპით ჯგუფებად ვყოფ კლასს, რომ თითოეულმა ჯგუფმა აწარმოოს კვლევა
ტრანსპორტის სახეობების შესახებ. დღიურებში ჩანაწერებს გაუზიარებენ ერთმანეთს. შემდეგ
შევამოწმებ თითოეული ჯგუფის მიერ შეგროვებულ მასალებს, ფოტოსურათებს,ვიდეომასალებს.
პროექტზე მუშაობის დასრულების
შემდეგ რუბრიკით შევამოწმებ პრეზენტაციას ,შევაფასებ
მომავლის ტრანსპორტის შესახებ წამოჭრილ იდეებს. გავაცანი შეფასების რუბრიკები და დავიწყეთ
პროექტზე მუშაობა.
პროექტის მსვლელობა:
I კვირა–21.10.2019 წელი
მომზადება
- პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა, კლასის დაყოფა ჯგუფებად, დაგეგმვა
- მასწავლებლის კონსულტაცია, ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის
განსაზღვრა, საჭირო ინფორმაციის შეგროვება.
თითოეული
ჯგუფი წარმოადგენს სხვადასხვა
სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მოიძიებენ
ინფორმაციას შემდეგი ტრანსპორტის შესახებ:
I ჯგუფი - საავტომობილო ტრანსპორტს;
სარკინიგზო
ტრანსპორტს;
II ჯგუფი - წყლის ტრანსპორტს;
საჰაერო ტრანსპორტს.
პროექტის
განხილვისას ეწყობა დისკუსია ჯგუფებს შორის, რომლის დროსაც ჯგუფები წარმოადგენენ მათ
მიერ
გამოკვლეული ტრანსპორტის სახეობების ეფექტურობას
და უპირატესობას სხვა ტრანსპორტთან შედარებით.
II კვირა–28.10.2019 წელი
პროექტის
განხილვისას ეწყობა დისკუსია ჯგუფებს შორის, რომლის დროსაც ჯგუფები წარმოადგენენ მათ
მიერ გამოკვლეული ტრანსპორტის სახეობების ეფექტურობას და უპირატესობას სხვა ტრანსპორტთან
შედარებით. მოძიებული
ინფორმაცია განიხილეს,დაახარისხეს,დაამუშავეს, ითანამშრომლეს,გამართეს დისკუსია.მოპოვებულ
მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეთა შესაძლებლობიდან გამომდინარე საჭირო მასალა თითოეულ
მოსწავლეზე გადაანაწილეს. ვიდეო რგოლის გასაკეთებლად.
III
კვირა–4.11.2019 წელი
პროექტის პრეზენტაცია,ღონისძიების გამართვა.
პროექტის განხორციელების რისკები
და შესაძლო
ხელისშემშლელი
ფაქტორები:
. წვიმიანი ამინდი;
.ტექნიკური პრობლემები.(ინტერნეტ –კავშირის და
ელექტროენერგიის გათიშვა.
პროექტის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
მიზანი
|
კარგად გამოკვეთილი მიზნები,მარტივად
ასაღქმელი.
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება.
|
შინაარსის კორექტულობა
|
შინაარსობრივად კარგად
გამოკვეთილი მიზნები,ასაღქმელად მარტივი.
|
ძირითადად კორექტულია,
ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით.
|
ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გამართულია.
|
ენობრივად გამართულია.
|
კავშირი საგნებთან
|
ხდება მთავარი მოსაზრებების
დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
|
მოსაზრებები დაკავშირებულია
ერთ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
|
კვლევა–დაგეგმვა,ეფექტური ანალიზი
|
კვლევა–ანალიზი,სიღრმისეული
ცოდნა.
|
კვლევა–არამთლიანად,მაგრამ
დაგეგმილია.
|
შემოქმედებითობა,პრეზენტაცია
|
ჩანს სიახლე და თავისებური
ხედვა.ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი,მკაფიო მეტყველება,იყენებსთვალსაჩინოებებს,პასუხობს
ყველა კითხვას.
|
ზოგჯერ ჩანს ოროგინალური
აზრები. ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს,პასუხობს შეკითხვების უმეტესობას.
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
მოსმენა
|
ყოველთვის ყსმენს და თვალყურს
ადევნებს ორატორს.
|
ხშირად ყსმენს და ადევნებს
თვალყურს ორატორს.
|
იშვიათად უსმენს და თვალყურს
ადევნებს ორატორს.
|
საუბარი
|
მკაფიოდ მეტყველებს და
უყურებს მსმენელს.
|
იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ
ფორმებს.
|
მეტყველებს არამკაფიოდ,მსმენელს
უწირს გაგება.
|
არავერბალური კომუნიკაცია
|
ეფექტურად მეტყველებს,გამოიყენებს
კომუნიკაციის არავერბალურ ფორმებს.
|
ხშირად შეუძლია დაამყაროსარავერბალური
კონტაქტი.
|
იშვიათად იყენებს არავერბალურ
ფორმებს.
|
მონაწილეობა
|
იჩენს ინტერესს დისკუსიისადმი,აკეთებს
საჭირო კომენტარებს,გამოთქვამს აზრებს.
|
ძირითადად გამოთქვამს აზრებს,გამოხატავს
ინტერესს,აკეთებს კომენტარებს.
|
იჩენს მცირე ინტერესს,ვერ
აკავშირებს თავის მოსაზრებებს თემას.
|
კოპერაცია
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან,აცდის
სხვებს აზრის გამოთქმას,იცავს დისკუსიის წესებს.
|
ძირითადად იცავს დისკუსიის
წესებს,ძოგჯერ აცდის სხვებს აზრის გამოთქმას.
|
იშვიათად თანამშრომლობს
და იცავს დისკუსიის წესებს.
|
მოსაზრებების არგუმენტირება
|
მოსაზრება არგუმენტირებულია
ფაქტებით,არის ლოგიკური კავშირი საკითხთან.
|
მოსაზრებების გასამყარებლად
გამოყენებულია სადავო ფაქტები.
|
მოსაზრება არასაკმარისია
და არ არის გამოყენებული ფაქტები.
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
თემის შესავალი
|
აქვს საინტერესო შესავალი.
|
ნაწილობრივ აკმაყოფილებს ინტერესს.
|
პრეზენტაციის შესავალი არ არის საინტერესო.
|
თემის შინაარსი
|
იცავს თემისშინაარსობრივ მოთხოვნებს.
|
ნაწილობრივ იცავს თემის შინაარსობრივ მოთხოვნებს.
|
ვერ იცავს თემის შინაარსობრივ მოთხოვნებს.
|
მოსაზრებების თანმიმდევრულად განვითარება
|
გასაგებად და თანმიმდევრულად აყალიბებს მოსაზრებებს.
|
ნაწილობრივ აყალიბებს მოსაზრებებს და არათანმიმდევრულად ავითარებს მას.
|
ვერ აყალიბებს მოსაზრებებს.
|
არავერბალური საშუალებების გამოყენება
|
იყენებს არავერბალურ საშუალებებს (ჟესტიკულაცია,ინტერვალი,ხმის დონე).
|
ნაწილობრივ იყენებს არავერბალურ საშუალებებს.
|
ვერ იყენებს არავერბალურ საშუალებებს.
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
იცავს დროის ლიმირს.
|
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს.
|
ვერ იცავს დროის ლიმიტს.
|
ჯგუფის მუშაობის თვითშეფასება:
1.როგორი შთაბეჭდილება
დაგრჩა,გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
2. შეიცვალა
თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
3.ნათელი იყო
თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებისა და შედეგის მიღწევებში?
4.რამდენად
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
გამოკითხვის ბარათები:
1.რამდენი
წელია ცხოვრობთ ოთაში?
2.რომელი
ტრანსპორტს ანიჭებთ უპირატესობას? რატომ?
3.თქვენ
რომელი ტრანსპორტის ყოლას ისურვებდით?ან თუ გყოლიათ ტრანსპორტი?
4.რას
მოგვიყვებით ახალი და ძველი ტრანსპორტის შესახებ?
გამოყენებული
რესურსები:
კომპიუტერი,პრექტორი,ინტერნეტი,ფოტო–ვიდეო მასალა,
ფლირჩატი,მარკერი,კალამი,ფერადი ქაღალდები,ფანქრები.გეოგრაფიის
ენციკლოპედია და მსოფლიოს ატლასი“
ადამიანური რესურსი:
სოფელში მცხოვრები მოხუცები;
მოსწავლეები;
მასწავლებლები;
მშობლები.
ვებ
გვერდები:
http://www.railway.ge/- მატარებლის სურათი
http://ucnauri.com/ - უსწრაფესი მატარებელი
http://www.airgp.ge/ - თანამედროვე თვითმფრინავი
ka.wikipedia.org/wiki/ - სარკინიგზო გზების რუკა
jumberabuladze.blogspot.com
სოციალური პროექტის–„განახლებული
ტრანსპორტის“
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
პროექტის მიზანი იყო,მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ
ტრანსპორტის როლი ქვეყნის განვითარებაში და მისი განვითარების ისტორია.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა
შესძლეს ინფორმაციის შეგროვება მოსახლეობიდან
უძველესი ტრანსპორტის შესახებ, მისი განვითარების დინამიკის და ხარისხის სესახებ, აგრეთვე
სხვადასხვა კვლევების, ინფორმაციის შეგროვების, მათი დახარისხებისა და ერთობლივი მსჯელობის
შედეგად დაადგინეს და გაიაზრეს მისი მნიშვნელობა და უდიდესი როლი მგზავრთბრუნვას,და
ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებებში. ჯგუფებად მუშაობისას მოსწავლეებმა
დასაბუთებულად გამოკვეთეს ტრანსპორტის ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტული საშუალებები.
პრეზენტაციაზე,რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის
პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები–პროექტის მონაწილეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს
პროექტზე მუშაობის დროს შეგროვილი და მოძიებული აუდიო,ფოტო და ვიდეო მასალები,რომელმაც
მოწონება დაიმსახურა დამსწრეთა მხრიდან.
პროექტის განხორციელების პერიოდში გამოვლინდა მცირე
ხარვეზები, რადგან პროცესი იყო მცირედ ქაოსური.
სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.
No comments:
Post a Comment